დაუმორჩილებლობის აქცია

სირაძე: თუ აქციის მონაწილე კანონს დაარღვევს, სამართლებრივ ზომებს მივიღებთ, როგორც წინაზე

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული. 

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას – არღვევენ თუ არა დაუმორჩილებლობის აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კანონს, სირაძემ არ უპასუხა. 

"სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი". - ამბობს სირაძე. 

ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ, ისინი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნას და კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. 

კომენტარები