სუპერ ბოული 2021

მარველის სუპერგმირების დაბრუნება - Falcon and Winter Soldier-ის ტრეილერი გამოვიდა

სუპერბოულის შესვენებაზე მომავალი მინისერიალის The Falcon and The Winter Soldier-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა.

მინისერიალი Marvel-ის კინოსამყაროს ნაწილია, რომლის მთავარი გმირები შურისმაძიებლები - ფელკონი და ზამთრის ჯარისკაცი არიან. ნაცნობ პერსონაჟებს ენტონი მაკი და სებასტიენ სტენი ანსახიერებენ. 

სერიალის პირველი ეპიზოდი სტრიმინგ სერვის Disney+-ზე მიმდინარე წლის 19 მარტს გამოვა.

კომენტარები