ვიდეო თამაშების აკრძალვა

ჩიკაგოში კანონმდებლებს GTA V-ისა და სხვა ძალადობრივი თამაშების აკრძალვა სურთ

ფოტო: wkbn.com

ილინოისის შტატში კანონმდებლები ახალ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობრივი სახის ვიდეო თამაშების აკრძალვას. კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა GTA V.

კანონპროექტის ინიციატორების თქმით, შტატში და, კერძოდ, ჩიკაგოში ძალადობისა და ავტომობილების მოპარვის გაზრდილი შემთხვევების გამო უნდა აიკრძალოს ისეთი ვიდეოთამაშები, რომლებშიც მოთამაშეებს იმ ტიპის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა შეუძლიათ, როგორებიცაა: მკვლელობა, გატაცება, ძალადობა, გაუპატიურება, ქურდობა და სხვა. 

შტატის წარმომადგენლის, დემოკრატი მარკუს ევანსის თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ილინოისის შტატში მსგავსი ტიპის ვიდეოთამაშების გაყიდვა აიკრძალება, რაც, მისი აზრით, შეამცირებს ძალადობის შემთხვევებს. 

Grand Theft Auto (GTA) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშია, რომლის 140 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 

კანონმდებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდეოთამაშებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა მოთამაშეების ფსიქიკაზე და მათი აკრძალვით დანაშაულებრივი სტატისტიკა არ შემცირდება.  
 

კომენტარები