საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. ამ არეულობაში ორივე მხარის პოლიტიკოსებს მიუძღვით ბრალი. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენეს და კოოპერაციას პოლარიზაცია ამჯობინეს.
კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირმა ფასილიტაციდან მედიაციისკენ უნდა გადაინაცვლოს, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ.
გამოსავლის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს, მათ უნდა გადაწყვიტონ მომდევნო არჩევნების ბედი და დრო. ეს არჩევნები მხოლოდ სასწრაფო გადაჭრის გზა იქნება და არა ხანგრძლივად გამოსადეგი. ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, პოლიტიკური კრიზისი განმეორდება. მართლმსაჯულების რეფორმაცია და ოპოზიციისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა პრიორიტეტები უნდა იყოს.
ორივე ზიანისმომტანმა ჩრდილში მყოფმა მოთამაშემ, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეაჩერონ ზედმეტი ჩარევა.
ევროკავშირმა საქართველოში უნდა იმოქმედოს. ამ რეგიონის მომდევნო კრიზისის დროს ჩვენი არყოფნა დაუშვებელია. ეს ორგანო, ჩემი ჩათვლით, მზად არის გზის გასაძღოლად...