სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შემოწმებული 83 ვეტერინარული ობიექტიდან 52 დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი.