კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: ტყუილია, რომ აივანზე გასვლას საშვი სჭირდება

გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, კომენდანტის საათის დროს, აივანზე გასასვლელად საშვია საჭირო, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს. 

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს". - წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები