ოკუპირებული ტერიტორიები

ზურაბიშვილი გალზე: დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.

საქართველოს პრეზიდენტი მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნის ფაქტს ეხმაურება. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები