ბრიტანეთი

ბრიტნეთში პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონია იმართება [LIVE]

ბრიტნეთში პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონია იმართება. 

პირდაპირი ეთერის ნახვა შეგიძლიათ აქ

დაკრძალვის ცერემონიაზე დედოფალი ელისაბედ მეორე უკვე მივიდა. დედოფალი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა.

ფილიპი საბერძნეთისა და დანიის სამეფო ოჯახების წარმომადგენელია. განათლება საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ფლოტში. 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინა ელისაბედ უინძორზე, რომელიც 5 წელიწადში გაერთიანებული სამეფოს მონარქი გახდა. 

კომენტარები