ბრიტანეთი

ლონდონში ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების მომხრეთა აქცია გაიმართა

 Justin Tallis/AFP/Getty Images

23 სექტემბერს ლონდონის ცენტრში ეროვნული დაბრუნების მსვლელობის (NRM) ფარგლებში ევროკავშირის ასობით მომხრე შეიკრიბა, რომლებიც ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების ითხოვდნენ.

მსვლელობას ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც შეუერთდნენ. აქციაზე დამსწრეთა შორის იყო გერმანელი ევროპარლამენტის წევრი, ტერი რეინკეც. მან აღნიშნა, რომ ევროპელები "დიდი თანაგრძნობით" უყურებენ ამ მსვლელობის მსგავს მოვლენებს და რომ გაერთიანებული სამეფო ევროპის "განუყოფელ პარტნიორად" მოიაზრება.

"დიდი ბრიტანეთმა მოახერხა ერთ-ერთი უდიდესი პროევროპული მოძრაობის აშენება მთელს ევროპაში და ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ დიდ ბრიტანეთში მილიონობით ისეთი ადამიანია, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს". - თქვა რეინკემ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ევროპარლამენტში დისკუსიები დიდი ბრიტანეთის შესაძლო დაბრუნების შესახებ, რეინკემ აღნიშნა, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში, მათი "კარი ღია იქნება".

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი 2016 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერმინისტრის, დევიდ კამერონის მიერ ჩატარებული ბრექსიტის რეფერენდუმით დაუჭირა.

კომენტარები