ერაყი

ბაღდადის საავადმყოფოში ხანძარს 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა [VIDEO]

GETTY IMAGES

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში კოვიდსასტუმროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარში დაშავდა 110 ადამიანი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იბნ ალ-ხათიბის საავდმყოფოში ხანძარი 24 აპრილს გაჩნდა. სავარაუდოდ, ხანძარი ჟანგბადის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. ზოგიერთი პაციენტი ხანძრისგან თავდასაღწევად ფანჯრებიდან გადახტა. ორსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.

ერაყის პრემიერმინისტრმა და ბაღდადის გუბერნატორმა, მუჰამედ ჯაბერმა სასწრაფო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რათა დადგინდეს, ხომ არ უნდა დაისვას გაუფრთხილებლობისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოდან 200 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ხანძრის შემდეგ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, სამოქალაქო მოღვაწემ და პარლამენტარმა ერაყის ჯანდაცვის მინისტრის ჰასან ალ-თამიმის გადადგომა მოითხოვა.

ერაყში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები