ჩერნობილის ტრაგედია

ჩერნობილის ატომური სადგურის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა [ფოტოები]

ჩერნობილის ატომური სადგურის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. უკრაინაში, ამ დღესთან დაკავშირებით, მემორიალური ღონისძიებები არის დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა, დმიტრი რაზუმკოვმა უკვე მიაგო პატივი ჩერნობილის ევაკუატორთა და ზოგადად ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. მან ჩერნობილელთა მემორიალური ძეგლი ყვავილებით შეამკო. 

1986 წელს, 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. აფეთქებისა და ხანძრის გამო რადიოაქტიური ნივთიერებები უკრაინაში, მის მოსაზღვრე ქვეყნებსა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოშიც გავრცელდა. აფეთქების შემდეგ, ეპიცენტრიდან ჯერ 10, შემდეგ კი 30 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ადამიანთა ევაკუაცია დაიწყეს. 

კომენტარები