ტერორიზმთან ბრძოლა

სტრასბურგში ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაკავებული 8 კაციდან 1 საქართველოს მოქალაქეა

სტრასბურგში საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ ერაყსა და სირიაში მოქმედ ტერორისტთა და რადიკალ ისლამისტთა ჯგუფების დაფინანსების გამო 8 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს

8 დაკავებულიდან 6 რუსეთის მოქალაქე იყო, წარმოშობით ჩეჩნეთიდან. ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულები პარიზში გადაიყვანეს დასაკითხად.

ფრანგული მედიის თქმით, ისინი არა ტერორისტული აქტის დაგეგმვის, არამედ ტერორისტების დაფინანსებისა და მათთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. 

ყველა დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. 

კომენტარები