ოქროს გლობუსი

ტომ კრუზმა უცხოური პრესის ასოციაციას პროტესტის ნიშნად ოქროს გლობუსები დაუბრუნა

Variety

ტომ კრუზმა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას(HFPA) პროტესტის ნიშნად სამივე ოქროს გლობუსი დაუბრუნა.

HFPA ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად კინოსა და ტელევიზიის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ოქროს გლობუსით აჯილდოებს. თებერვალში გამოცემა Los Angeles Times-მა ასოციაციის 87 წევრი კორუფციულ გარიგებებში ამხილა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ HFPA-ს  არცერთი წევრი არ არის შავკანიანი. 

კრუზის გარდა, ასოციაციას ბოიკოტი მსახიობებმა - მარკ რაფალომ და სკარლეტ იოჰანსონმა გამოუცხადეს. იოჰანსონის თქმით, HFPA ღიად სექსისტური ორგანიზაციაა, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის ტრადიციების გამგრძელებელია ჰოლივუდში. გარდა ამისა, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრადიციულმა სატელევიზიო პარტნიორმა NBC-მ 2022 წლის ცერემონიის გაშუქებაზე უარი თქვა.

ტომ კრუზს კარიერის განმავლობაში სამი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. 1990 წელს ფილმისთვის 4 ივლისს დაბადებული, 1997 წელს ფილმისთვის ჯერი მაკგუაიერი და 2000 წელს ფილმისთვის მაგნოლია.

კომენტარები