თორის როლის შემსრულებელმა, კრის ჰემსუორთმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელი მსახიობის უმცროსს ვაჟს სუპერმენის კოსტიუმი აცვია.
"შვილს ასაკის შესაბამისი კითხვა დავუსვი: "ვინ გინდა იყო, როდესაც გაიზრდები?" მან მიპასუხა: "მამა, მინდა სუპერმენი ვიყო". საბედნიეროდ, კიდევ ორი შვილი მყავს". – წერს მსახიობი პოსტის აღწერაში.
ჰემსუორთის ხუმრობას კომენტარებში მარველის სამყაროს სხვა მსახიობები, ჯოშ ბროლინი და რაიან რეინოლდსი სიცილის ემოჯებით გამოეხმაურნენ.
ჰემსუორთი ავსტრალიელი მსახიობია, რომელმაც სახელი Marvel-ის კომიქსების ეკრანიზაციაში უდიდესი სუპერგმირის, თორის განსახიერებით გაითქვა. სუპერმენი კი მარველის მთავარი კონკურენტი კომიქსების კომპანიის DC-ის მთავარი სუპერგმირია.