საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა

გიორგი გუგუჩია, ვალერიან მჭედლიძე
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გიორგი გუგუჩია დაინიშნა, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორად ვალერიან მჭედლიძე.

"გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება.

შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი". – თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები