13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.
თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.