აშშ-საქართველო

USAID საქართველოს გრანტის სახით $67 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოსთვის, დაახლოებით, 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა გრანტის მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს 330.5 მლნ აშშ დოლარამდე. თქვა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7.7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად.

აღნიშნული თანხა რამდენიმე მიმართულებით უნდა დაიხარჯოს:

  • გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 14.5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79.4 მლნ დოლარამდე.
  • მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებისთვის დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად გათვალისწინებულია 25.9 მლნ აშშ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას და სოციალურ სერვისებს.
  • ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად კი გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.

კომენტარები