კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 398 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.53%-ია

DW

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 867 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 164 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.53%, ბოლო 14 დღის - 4.21%, ბოლო 7 დღის - 4.65%.

ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან თბილისში 813 გამოვლინდა, აჭარაში - 93, იმერეთში - 115, ქვემო ქართლში - 94, შიდა ქართლში - 49, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 59, კახეთში - 84, მცხეთა-მთიანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 36, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714, საიდანაც 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 065 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 9 811 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 756 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პაციენტი.

15 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 382 734 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 362 491 გამოჯანმრთელდა, 5 503 გარდაიცვალა.

კომენტარები