ძალზედ სევდიანია ის, რასაც ვუყურებთ, იმიტომ. რომ არ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში უკულტურო კულტურის მინისტრს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი კულტურის მინისტრი ჰყავთ. არადა, ეს სამინისტრო ისევ იმიტომ შეიქმნა, რომ ქალბატონი თეა დაესაქმებინათ მინისტრის რანგში, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად არ აქვს იდეები, იმდენად არ ესმის, რა არის კულტურა, რომ ვერაფერს აკეთებს და თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სწორედ ეს დაინახა - ძალადობა ჟურნალისტებზე.
tbl.ge/5mmy
დაკოპირდა
დეპუტატი თამარ კორძაია მთავარი არხის ეთერში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებებს ეხმაურება. თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.
ამავე თემაზე
- მთავარი არხის ჯგუფს ხელი შეუშალეს – აგვისტოში მომხდარი ინციდენტისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა
- საგამოძიებო: 9 ნოემბერს რუსეთის მოქალაქემ ფორმულას ჟურნალისტს მანქანა განზრახ დააჯახა
- დეგნანი: აშშ გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას – პასუხი უნდა აგონ, ვინც მათ თავს ესხმის
- მედია, ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე – TI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
- მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა