ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოში ორი მოზარდი მოათავსეს. 12 და 13 წლის ბავშვები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20%-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული და შესაბამის მკურნალობას გადიან.
"დამწვრობა გამოიწვია ლეღვის ფოთლის ნახარშმა, რომელიც წაისვეს და შემდგომ მზეზე რუჯის მისაღებად გაჩერდნენ დიდხანს, მიახლოებით 20-20% არის დაზიანება, გადიან შესაბამის მკურნალობას". – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.