კორონავირუსი საქართველოში

კოვიდინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

ეს პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა. 

"ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და, მეორე მხრივ, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება".- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები