ენმ

დეკანოიძე: კობა ნაყოფია მიზეზის გარეშე შეაყოვნეს აეროპორტში, საქართველოში არ უშვებდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დეპუტატი კობა ნაყოფია აეროპორტში უსაფუძვლოდ დააყოვნეს და საქართველოს ტერიტორიაზე 1 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. რამდენიმე წუთში დეკანოიძემ Facebook სტატუსი განაახლა და დაწერა, რომ ნაყოფია ქვეყანაში შემოვიდა.

"პარლამენტის დეპუტატი, ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია გააჩერეს აეროპორტში და არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. რა უფლებით და მანდატით მოქმედებთ ასე უკანონოდ?

Updated: კობა გამოვიდა. არავითარი უფლება არ აქვთ შეეყოვნებინათ იგი საზღვარზე ერთი საათი. ყოველგვარი მიზეზის გარეშე". – დაწერა დეკანოიძემ

ტაბულა მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში ცდილობს.

კომენტარები