ენმ

ჯაფარიძე: წინა ხაზზე ვიბრძოლებ, შევუვარდები რეზინის ტყვიასაც, წყლის ჭავლსაც, გაზსაც

რთულია, პროგნოზი გააკეთო, რას იზამს ქართული ოცნება. ქართული ოცნება იზამს იმას, რასაც უკარნახებს ერთი კაცი და ის ერთი კაცი უკარნახებს იმას, რასაც მას რუსეთი უკარნახებს. მე ვიცი, რას იზამს ქართველი ხალხი. მე ვიცი, რას ვიზამ მე: მე ვიცი, რომ აუცილებლად წინა ხაზზე ვიბრძოლებ, აუცილებლად შევუვარდები რეზინის ტყვიასაც, წყლის ჭავლსაც, გაზსაც. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სოფო ჯაფარიძე TV PIRVELI-ს ეთერში.

კომენტარები