კორონავირუსი

11 ოქტომბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოს წითელი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

ბრიტანეთი საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. წითელი სიიდან ამოიღებს. ცვლილებები 11 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით:

  • გამგზავრებამდე:

- ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;

- ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;

- ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

  •  ჩასვლის შემდგომ:

- 10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას;

- თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს PCR ტესტის გაკეთება.

ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი". - წერია საელჩოს განცხადებაში.

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში 8 აგვისტოს შეიყვანა, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრებას ვეღარ შეძლებდნენ. 

კომენტარები