ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშას მილი დაეცა – დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
Ryan Koopmans

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან ჩამოვარდა მილი, რომელიც 65 წლის მუშას, ა.გ-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. ა.გ 16 ოქტომბრის დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშიები ავრცელებს.

"საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი". – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები