საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო აცხადებს, რომ ტროლები და ბოტები უტევენ

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "ბოლო დროს გახშირდა" მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ტროლებისა და ბოტების შეტევა. მათი მტკიცებით, ბოლო 3 დღეში Facebook-გვერდზე დადებული უკლებლივ ყველა მასალა "შეტევის სამიზნე" გახდა.

"მსგავსი ფაქტების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენჯერმე გააკეთა შესაბამისი განცხადება. გამონაკლისი არც ამჟამინდელი შემთხვევაა.

სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები