გერმანია

ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერობის ვადა ამოეწურა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრამკ-ვალტერ შტაინმაიერმა ანგელა მერკელს თანამდებობის დატოვების სერტიფიკატი გადასცა, 26 ოქტომბერი
AP News

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი აღარ არის. 26 ოქტომბერს მან გერმანიის პრეზიდენტისგან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისგან ფორმალურად მიიღო თანამდებობის დატოვების სერტიფიკატი.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოზიციას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. 

ახლა, მანამ, სანამ გადაწყდება თუ კოალიციური მთავრობიდან მას ვინ ჩაანაცვლებს, მერკელი კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. 

სანამ ანგელა მერკელს პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების სერტიფიკატს გადასცემდა, ის ახალი პარლამენტის პირველ სესიას დაესწრო. 

ამჟამად სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. ანგელა მერკელს, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი ჩაანაცვლებს. 

კომენტარები