პენიტენციური სისტემა მაქსი მალურად იხურება ყველა დამოუკიდებელი, ნეიტრალური დამკვირვებლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა განცხადებებით, რომლებოც სახალხო დამცველმა [ლუდმილა დენისოვამ] ვიზიტისას გაახმოვანა.
ეს პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს რუსეთის პრაქტიკას. ესაა პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში და სხვა მსგავს დიქტატორულ ქვეყნებში, როდესაც არ უშვებენ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ უფლებადამცველს. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოც, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება იზიარებს იმ პრაქტიკას, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული წლების განმავლობაში.