მიხეილ სააკაშვილი

ჩარკვიანი: ვამბობდი, რომ იგეგმებოდა სააკაშვილის რადიო ტალღებით დასხივება და სიკვდილი

"სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო სააკაშვილი, ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა დასხივებით, რადიო ტალღებით მისი ნერვიული აშლილობა და დემორალიზება. არასოდეს საკუთარ თავს არ ვკადრებ, რომ ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო". - წერს პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე. 

"მეგობრებო ხომ გახსოვთ ეს ჩემი 6 ოქტომბრის ბრიფინგი?! მაშინ სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. დიახ, მე მაშინ ინფორმაცია მოგაწოდეთ ყველას, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა ან დასხივებით - რადიო ტალღებით მისი ნერვიული აშლილობა და დემორალიზება და ძალიან ვჩქარობდი 10 ოქტომბერს დიდი გრანდიოზული აქციის ჩატარებას, რადგან 30 ოქტომბერი გვიან იქნება მეთქი, ( არაო არაო და არაო) საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს. მოკლედ შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო ასეა.

არასოდეს საკუთარ თავს არ ვკადრებ, რომ ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო!!!! აი ზოგიერთ უსაფუძვლოდ "ამბიციურს, ეჭვიანს და ჯიბრიანს" რომ არ უნდა დაჯერება კი სამწუხაროდ ასეა ებრაული წყევლასავით "შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო"

მთავარია ახლა გვიან არ იყოს, აი ეს არის მთავარი!". - წერს ჩარკვიანი. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, ეს გამოსხივება იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სიკვილსაც კი.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

კომენტარები