მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: სასამართლოზე პროკურორების სახით ვნახეთ კობახიძე, თალაკვაძე და მდინარაძე

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, წარმოდგენილი პროკურორების სახით. პროკურორები თავიდან ბოლომდე ეწეოდნენ პროპაგანდას და დესტრუქციას. დღევანდელ პროცესზე იყო მედიის არაერთი წარმომადგენელი და პროცესის მერე ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, წარმოადგენს ქართულ ოცნებას.  

მიხეილ სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და, ამავე დროს, წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3 000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე, სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ გვქონია. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსი ადვოკატი, ბექა ბასილაია სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ. 

კომენტარები