ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ვატო წერეთელი: პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე, აუცილებლად გავასაჩივრებთ

პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე. პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. 3 წელი რატომ გვატარეს და 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოში? 3 ჯოჯოხეთური წელი გამომატარა ხელისუფლებამ, გაბედა კი არა, იმდენი გაბედა, რისი გაბედვაც კი შეეძლო. ჩვენ ისევ ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის და აუცილებლად გავასაჩივრებთ. 

ამბობს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი და ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი. 

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები