კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი პირველი ქალი გახდა, რომელსაც INSTAGRAM-ზე 300 მილიონი გამომწერი ჰყავს

The Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი, კაილი ჯენერი, პირველი ქალი გახდა, რომელსაც Instagram-ზე 300 მილიონი გამომწერი ჰყავს.

24 წლის ჯენერი სოციალურ ქსელში გამომწერების რაოდენობით მესამე ადგილზეა - პირველ ადგილზე Instagram-ის გვერდია, რომელსაც 460 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ - 388 მილიონი გამომწერით.

კაილი ჯენერი, რომელიც ახლა ტრევის სკოტისგან მეორე შვილს ელოდება, ჰიპ-ჰოპ არტისტის კონცერტზე 10 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტვისგან თავს იკავებდა. ის Instagram-ზე 25 დეკემბერს დაბრუნდა, როდესაც დედის - კრის ჯენერის საშობაო სიმღერის პოსტერი გააზიარა.

კომენტარები