ღვინის ექსპორტი

ღარიბაშვილი: ღვინის ექსპორტი 2012 წელთან შედარებით 360%-ითაა გაზრდილი

2021 წელს მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მლნ ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასდროს. 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი თითქმის 360%-ით არის გაზრდილი, ასევე 2012 წელს ექსპორტით მიღებული 71 მლნ დოლარი, შარშან იყო 250 მლნ დოლარი, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 42 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ბრედნის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მლნ დოლარს შეადგენს, 2012-ში ეს იყო მხოლოდ 20 მლნ დოლარი. 

ჯამურად, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე და 150%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით.

ეს არის რეალური განსხვავება სულ რაღაც 8 წელში, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი მთავრობის საერთო ძალისხმევით და იმ გონივრული პოლიტიკით, რომელიც დავიწყეთ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

თქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები