ციკლონი აფრიკაში

აფრიკის სამხრეთ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა ანამ სულ მცირე 77 ადამიანი იმსხვერპლა

აფრიკის სამხრეთ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა ანამ სულ მცირე 77 ადამიანი იმსხვერპლა. მადაგასკარში შტორმის შედეგად მინიმუმ 48 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 130 000 ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია. 

მალავიში სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ზოგიერთი რეგიონი კატასტროფის ზონად გამოაცხადეს.

მოზამბიკში კი მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მაღალია და ციკლონმა 20 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

კომენტარები