პატრიოტთა ალიანსი

"უკრაინა-საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" – პრორუსული ორგანიზაციები პუტინს მიმართავენ

პრორუსული ორგანიზაციები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართავენ. ინფორმაციას პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

წერილს 53 პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი პატივისცემის გარანტია და ნება მომეცით გამოვხატო მადლიერება ჩვენს წინა წერილზე დადებითი პასუხისთვის. ნება მომეცით, ასევე გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნის გამო, რასაც მოწმობს მოვლენები ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, ავღანეთში, ასევე კავკასიაში, ყაზახეთსა და, რა თქმა უნდა, უკრაინაში.

გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემას. ამასთანავე, მივიჩნევთ, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, უნდა ჰქონდეთ სამხედრო ნეიტრალიტეტი. 

სინანულით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები, რომ "აშშ-ის პოზიცია არის საშინაო დავალება საქართველოს ხელისუფლებისთვის".

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, NATO-ს რეგულარულად სთავაზობს საკუთარ ტერიტორიას წვრთნებისთვის, რაც სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი გამოწვევა რუსეთისთვის. ასევე, სინანულით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩართულია უცხოური ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ატარებენ ცრუ გამოკითხვებს NATO-სკენ მისწრაფებასთან დაკავშირებით. 

ამასობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ თემაზე ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 2020 წელს ჩაატარა. ამ გამოკითხვის ფარგლებში 1. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო კითხვარი, ხოლო 900 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაწერა აუდიო ინტერვიუ. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და 69.4% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, 75.8% კი რუსეთთან დიალოგის მომხრეა.

გვესმის რა, რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის, ჩვენ - 53-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაცია გავერთიანდით ერთიან, პატრიოტულ ფრონტში, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრული სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში.

ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ და მით უმეტეს გლობალურ გამოწვევებს, ჩვენ ვისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ და გვსურს შევხვდეთ სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს. რათა მცირე წვლილი მაინც  შევიტანოთ რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენი დახმარების იმედით და კიდევ ერთხელ გთხოვთ მიიღოთ ჩვენი უმაღლესი პატივისცემა. 

ხელმომწერი ორგანიზაციები და პარტიები:

1. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია
2. ქრისტიან-დემოკრატები, გრიგოლ ჯოჯუა
3. მემარცხენე ალიანსი, იოსებ შატბერაშვილი
4. ქართული მარში, ალექსანდრე ბრეგაძე
5. დემოკრატთა ალიანსი, სალომე მოსიძე
6. ეროვნული ერთიანობის პარტია, გიორგი ჭინჭარაული
7. მონარქისტული პარტია, ირაკლი კობრავა
8. ავთანდილ ველტაურის სოციალ-დემოკრატიული პარტია
9. ნეიტრალური საქართველო, ვალერი კვარაცხელია
10. პოლიტიკური მოძრაობა "დემოკრატიული ცენტრი", მიხეილ გიორგობიანი
11. პოლიტიკური მოძრაობა "მეფის გვირგვინი" ვაჟა აბაშიძე
12. პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის, მამუკა ტუსკაძე
13. ქართველ ემიგრანტთა გლობალური ალიანსი, ნანა გოგალაძე
14. პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, გიორგი გვასალია
15. პოლიტიკური მოძრაობა "არჩევნებისთვის" ნანა დევდარიანი
16. სხვადასხვა მოწვევის პარლამენტართა ასოციაცია, თამაზ დაუშვილი
17. საქართველოს ერთობა, მირიან რთველიაშვილი
18. სამართლიანობის მოძრაობა, კარენ ტოპალიანი
19. პოლიტიკური კვლევების საზოგადოება, ირაკლი ჩიხრაძე
20. დაცული და ინფორმირებული საზოგადოება, გიორგი ონიანი
21. გენერლები საქართველოსთვის, გურამ ნიკოლაიშვილი
22. ვეტერანთა ლეგიონი, მალხაზ თოფურია
23. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის "დიდგორი", დავით ოქროპირიძე
24. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, ირაკლი შიხიაშვილი
25. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია, ნაურ ჯიქია
26. ლტოლვილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისათვის, ზაირ ჩარკვიანი
27. ძმები მუსლიმები და ქრისტიანები საქართველოსთვის, არჩილ ლეკიშვილი
28. ტოლერანტული საქართველო, ნინო კვარაცხელია
29. ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა, ურუზმაგ კარკუსოვი
30. საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის, ტატიანა მარტინენკო
31. საქართველოში მცხოვრებ ოსთა საერთაშორისო ასოციაცია, ოლგა ტიგიევა
32. საქართველოს ქურთული კულტურის ცენტრი, კახაბერ კალაშოვი
33. ახალგაზრდა პატრიოტები, დავით აბაშიძე
34. ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა, ანა სახვაძე
35. ახალი თაობა პოლიტიკაში ირაკლი ცხადიაშვილი
36. მოძრაობა "დიპლომატები მშვიდობისთვის", ოთარ ჭითანავა
37. ნინო ანდრონიკაშვილის სახალხო დიპლომატია
38. იუსტიციის ჟურნალისტები, გიორგი კასრაძე
39. ტელერადიო კომპანია "ობიექტივი", ირაკლი ცილიკიშვილი
40. აკაკი კარტოსია პროფესორთა ლიგა
41. მოზარდთა განვითარების ასოციაცია "ბჟალარა", იზოლდა ხასია
42. მაღალმთიანეთის განვითარების გაერთიანება, მარინა მოლოდინი
43. ხვიჩა წკეპლაძის ანტიმონოპოლიური გაერთიანება
44. ექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი, ჯუმბერ ბოლღაშვილი
45. აპოლიტიკური ექიმები, ლიანა დოლბაია
46. ​​მწერალთა და პოეტთა კავშირი "დიაოჰი", ერეკლე საღლიანი
47. ვაჟა ოთარაშვილის ისტორიული კვლევის ცენტრი
48. მხატვართა და მოქანდაკეთა კავშირი, ბუდუ სირბილაძე
49. შემოქმედებითი ინტელიგენციის უფლებათა დაცვის კავშირი, ოთარ მაღრაძე
50. ქართული კულტურის ცენტრი, ნათია გამრეკლიძე
51. სპორტსმენთა ლიგა, მამუკა აფციაური
52. საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია, გიორგი კაკაბაძე
53. კიოკუშინ კარატეს ფედერაცია, გოჩა კაკაბაძე


აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია, 8% – მიუღებელია, 8% - არ იცის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანმხდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ში წვრი, მოსახლოების 77% პასუხობს, რომ მისაღებია, 11% - მიუღებელი, არ იცის -  12%.

პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად მოქალაქეები თანმხდებიან, რომ NATO-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

კომენტარები