რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე შეშფოთების გამოსახატად ვატიკანში რუსეთის საელჩოში მივიდა

Reuters

პაპი ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთების გამოსახატად წმინდა საყდარში რუსეთის საელჩოში მივიდა. დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

ვატიკანის სპიკერის თქმით, პაპმა რუსეთის საელჩოში ნახევარ საათზე მეტი გაატარა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები