ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა-ქმედება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის შემცველი. ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომლებიც პასუხისმგებელნი ვართ, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. ჩემს მიმართვაში ვთქვი, რომ როგორც პრემიერი, არაფერს გავაკეთებ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება – არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ. მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელითაც ისინი სპეკულირებენ.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ღარიბაშვილი: ოპოზიციის ნარატივის მიუხედავად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ
tbl.ge/5vwb
დაკოპირდა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე
- EU-ს ელჩები რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლის ЗСУ-სთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ
- რუსეთში, ბაშკირეთში გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დრონით იერიში მიიტანეს
- პისტორიუსი: მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, რომ პუტინმა ომში წარმატებას არ მიაღწიოს
- ოკუპანტებმა უკრაინის 6 რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
- უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობის საცავზე იერიში, სავარაუდოდ, ATACMS-ით მიიტანა