ევროპული საქართველო

დამენია: ე.წ პრემიერი პუტინისტური ძალების პროპაგანდისტია და იმეორებს კრემლის გზავნილებს

საქართველოს და მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ქვეყანას აქვს იმის შანსი, რომ გაძვრეს რუსეთის გავლენისგან, სამწუხაროდ გვყავს ე.წ პრემიერმინისტრი, რომელიც არის პუტინისტური ძალების ჩვეულებრივი პროპაგანდისტი და ერთ-ერთში იმეორებს კრემლის გზავნილებს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ სიმხდალისა და მავნებლობის მაჩვენებელია

ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე. ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია და კიევის დაბომბვის შემჩერებელი არავინ არის. მისივე განცხადებით, მხოლოდ "ეროვნული ინტერესებით" იხელმძღვანელებს, "ყველას ვუთანაგრძნობთ, თუმცა, ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ". ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, "როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ეს ვის მოაკლდება , შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას".

კომენტარები