სირცხვილიას წევრს, შოთა დიღმელაშვილს, მთავრობის კანცელარიის შენობისთვის კვერცხის სროლის გამო 4 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
დიღმელაშვილი 8 მარტს დააკავეს. მან შენობისთვის კვერცხის სროლით 7 მარტს, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეების დაკავების ფაქტი გააპროტესტა.
7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით ცხრა ადამიანი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესები გადაიდო.