პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი ზელენსკის ელჩის დაბრუნებას სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და სთხოვა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში დააბრუნოს. 

"როგორც შარშან, 9 აპრილს ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას საქართველოს მთავრობას მივმართე დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში. ასევე, დღეს აქედან ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგასა და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის კავშირი სრულიად გამყარდეს." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები