პუტინის რუსეთი

BACK IN THE USSR – რუსულ რადიოში ბორის გრებენშიკოვისა და სხვა არტისტების მუსიკა აიკრძალა

Live Journal

გამოცემა Новая Газета-ს ცნობით მუსიკალურ წრეებში გავრცელდა განახლებული ე.წ. "შავი სია", რომელშიც სულ 22 არტისტი და ბენდი მოხვდა, მათ შორის რუსული როკის ლეგენდა ბორის გრებენშიკოვი.

სია სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზატორებს გადაეგზავნათ, ჩამონათვალში მოხვედრილ მუსიკოსებს უნდა შეეზღუდოთ საკონცერტო საქმიანობა.

სიაში ძირითადად უკრაინული პროექტები და რუსი არტისტები მოხვდნენ, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ უკრაინაში საოკუპაციო ჯარის შეჭრას. "აკრძალული მუსიკოსების" სიაში მოხვდნენ: ივან ალექსეევი(იგივე НойзMC), ნიკიტა ალექსეევი(იგივე Alekseev), მაკს ბარსკიხ, ვერა ბრეჟნევა, მაქსიმ გალკინი, ბორის გრებენშიკოვი, Anacondaz, Нервы, Каста, Кровосток, Один в Каноэ, Океан Эльзы, Порнофильмы, ივან დორნი, ნადეჟდა დოროფეევა, მარია ზაიცევა, ნასტია კამენსკიხ, სვეტლანა ლობოდა, ვალერი მელაძე, დიმა მონატიკი, ალექსეი პოტაპენკო, Oxxxymiron.

სიას არ ახლავს უწების დასახელება და ბეჭედი, მიუხედავად ამისა ნოვაია გაზეტას სიის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება, რადგან "შავი სიის" გამოჩენასთან ერთად ზუსტად იგივე მუსიკოსები აიკრძალა რამდენიმე რუსულ რადიოსადგურზე, მათ შორის Русское Радио-ზე.

პანკ ბენდ Порнофильмы-ს სოლისტის თქმით "შავი სიები" რუსულ შოუბიზნესში არახალია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯგუფს კონცერტის გამართვაზე არაერთმა მუსიკალურმა პროდიუსერმა უთხრა.

 

კომენტარები