გუდიაშვილის მოედანი

კალაძე: გუდიაშვილის მოედნის სივრცეს აუქციონზე გავიტანთ და ბიზნეს სექტორს გადავცემთ

გუდიაშვილის მოედანს სჭირდება შემდეგი პატრონი, ვინც მოუვლის მას, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია სილამაზე და ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, მას აქვს მეორე, ეკონომიკური მხარეც. ჩვენ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობას მივცემთ, ეს სივრცეები, რომლებიც არის მუნიციპალური საკუთრება, გამოიყენონ. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნეს სექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული. თუმცა, ამ პროცესში, პარალელურად, თბილისის მერია იქნება ჩართული, რომ გუდიაშვილის მოედანი, არსებული სივრცე იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომლებიც შეიძლება არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ. ვიცემერს მინდა დავავალო, დაიწყოს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ აუქციონზე არსებული სივრცეები.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები