სინამდვილეში, რასაკვირველია, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით
tbl.ge/5xgr
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გორჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს "შეუმჩნეველი არ დარჩება". მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ "საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები".
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში