რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ევაკუაციის დროს გახსნეს - ოლქის ადმინისტრაცია

რუსული ტექნიკა უკრაინაში

ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის თქმით, შაბათს, 2 მარტს რეგიონი 2 700 ადამიანმა დატოვა, თუმცა რუსეთის ძალებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს როდესაც ადამიანები ქალაქებს ტოვებდნენ.

"ორკებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. გამიზნულად ხსნიან ცეცხლს, ევაკუაციის დროს. შეხვედრის ადგილებთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა. საბედნიეროდ ყველა ცოცხალია. " - თქვა გაიდაიმ.

გაიდაის ცნობით, რეგიონში დარჩენილებისთვის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდათ, ხოლო პოლიციელებს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში ბომბსაფარებში გადაჰყავთ.

"შეგახსენებთ, რომ ევაკუაცია გრძელდება. ავტობუსები ყოველდღე გელოდებიან" - თქვა გაიდაიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები