უნგრეთი

არჩევნებში გამარჯვებულმა ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ოპონენტი უწოდა

ვიქტორ ორბანი არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სიტყვით გამოსვლისას
BBC news

უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულ ქრისტიანული ღირებულებებს ეფუძნებოდა. ეს ვიქტორ ორბანის პარტიის,  Fidesz -ის მეოთხე გამარჯვებაა 2010 წლის შემდგომ.

სიტყვით გამოსვლის დროს, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის ლიდერებს ოპონენტები უწოდა.

" ახლა ჩვენ უფრო დიდ ძალებს უნდა ვებრძოლოთ. მემარცხენეები უნგრეთში, საერთაშორისო მემარცხენე ძალები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სოროსის იმპერიის ყველა ორგანიზაცია, საერთაშორისო მედია და ასევე უკრაინის პრეზიდენტი. ამდენი მოწინააღმდეგე არასდროს გვყოლია". - თქვა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, უნგრეთმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლტოლვილი შეიფარა, თუმცა ვიქტორ ორბანი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ის ქვეყანას ომისგან იცავს.

ზელენსკიმ არაერთხელ გააკრიტიკა ორბანის პოლიტიკა.

მოქმედი პრემიერმინისტრი რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ "ფრთხილ პოზიციას იკავებდა". მისი ბევრი ხანდაზმული, ღარიბი ამომრჩეველი, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერდა ორბანის კონსერვატიულ სოციალურ პროგრამას, ოპოზიციას ბრალს ქვეყნის ომში "ჩათრევაში სდებდა".

კომენტარები