ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

კოლომინა: NATO არ ცნობს სამხრეთ ოსეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

"NATO არ ცნობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში კვირას გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – წერს კოლომინა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბლოვი და პარტია ნიხასის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

ე.წ. არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 2 კვირის შემდეგ ჩატარდეს. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა

კომენტარები