ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროს სადგურზე კაცმა რამდენიმე ადამიანს ესროლა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10-ს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ეჭვმიტანილი შავკანიანი კაცია, რომელსაც ნარინჯისფერი ჟილეტი ეცვა და გაზის ნიღაბი ეკეთა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოფიციალური სამსახურებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ თავი აარიდონ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას.