გრიპის ვირუსი

გამყრელიძე: ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას

2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ გვქონია. კერძოდ, ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა.

მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის ომიკრონი, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა.

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან.

კომენტარები