გრიპის ვირუსი

ცერცვაძე: იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა გვქონდა

დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% - H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით [...]

კოვიდმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენ და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა - მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის თვალსაზრისით... იანვარში ჩვენ გვქონდა გრიპის გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წინა კვირაში დაფიქსირდა 569 გარდაცვალება მხოლოდ გრიპით, ბოლო კვირაში კი 271. ბოლო კვირაში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცოტა მოიკლო რესპირაციული ინფექციებით დაავადებამ [...]  მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სადღაც ვინმე გრიპით ვინმე გარდაცვალა, ისე რომ არ მოხდა მისი აღრიცხვა, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებულია სულ 3 შემთხვევა.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე TV პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები