2022 წელს გარდაცვლილები

74 წლის ასაკში ქართველი როკ მომღერალი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა

Sputnik Georgia

74 წლის ასაკში ქართველი როკ მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა, რომელიც მომღერალს რამდენიმე დღის წინ დაემართა.

კოჩაროვის სახელს უკავშირდება თბილისში The Beatles-ის პოპულარიზაცია. ის როკ ბენდ The Blitz-ის ხელმძღვანელი და ლიდერი იყო. ბლიცმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში The Beatles-ის სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი. 1989 წელს კი, ლივერპულში, The Beatles-ის ორეულობის კონკურსში ბლიცმა გაიმარჯვა. აქამდე, ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ.

ვალერი კოჩაროვის შვილია როკ მუსიკოსი, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენი ნიკა კოჩაროვი.

კომენტარები